Monday, July 16, 2018

ტრენინგის მეცხრე დღე

 

  მეცხრე დღე  მართლაც  რომ გამორჩეული  და დატვირთული იყო.  მოვისმინეთ  და  შევაჯამეთ  ჩვენი ცხრა დღიანი მუშაობა. განვიხილეთ  ტრენინგის  ყველა   მონაწილის  პროექტი. განსაკუთრებით უნდა ავღნიშნო   დარეჯან კალმახელიძის პროექტი "წიგნი თუ  კომპიუტერი", ასევე მარინა ქვრივიშვილის პროექტი ''სოფრომ  მგალობლიშვილი", საინტერესო პროექტი წარმოადგინა იზა ლონგურაშვილმა  "თბილისისა და ლონდონის ღირსშესანიშნაობები", მომეწონა მაია ღოღაძის პროექტიც  "იაკობ გოგებაშვილი".
ამ  ტრენინგმა  საშუალება მომცა საფუძვლიანად შემესწავლა  პროექტის  დამუშავება.
 გავიმეორეთ  განვლილი მასალაც, დავსვით შეკითხვები, რომელზეც ამომწურავი პასუხები გაგვცა ქალბატონმა ქეთიმ.
    დიდი მადლობა ქალბატობ ქეთის!

Friday, July 13, 2018

ტრენინგის მერვე დღე




  შევაჯამეთ განვლილი მასალა;
·  გადავამოწმეთ პორტფოლიო, თითოეულ საქაღალდეს დავარქვით შესაბამისი     სახელი;
·  დღეს ვისწავლეთ ფასილიტაციის რესურსის შექმნა;
·  პორტფოლიოს ატვირთვა ბლოგზე;

  • მადლობა ქალბატონ ქეთის.


Wednesday, July 11, 2018

ტრენინგის მეშვიდე დღე

    ტრენინგი ტრადიციისამებრ, დავიწყეთ განვლილი მასალის გამეორებით, ვიმუშავეთ შეფასების რუბრიკებზე, აღვწერეთ სასწავლო პროექტის სრული ციკლივიმუშავეთ პროექტის გეგმაზე  ყველა მოსწავლის საჭიროების გათვალისწინებით,მოვიფიქრეთ განსაკუთრებული  საჭიროების  მქონე  მოსწავლისთვის განკუთვნილი დავალება,  განვსაზღვრეთ პროექტისთვის საჭირო რესურსებიაპარატურული,პროგრამულიბეჭდურიინტერნეტრესურსებიინვენტარიმასალები.
  ტრენინგის მეშვიდე დღე  საკმაოდ დატვირთული და მრავალფეროვანი იყოაქ მიღებული ცოდნა დამეხმარება მოცემული პროექტი განვახორციელო ჩემს მოსწავლეებთანიმედია,პროექტი  მოეწონებათ ბავშვებს და აქტიურად ჩაერთვებიან მუშაობაშიპროექტზე მუშაობადაეხმარება მათ ახალი ცოდნისა და უნარ-ჩვევების შეძენაში.
 როგორც ყოველთვის,  ქალბატონმა ქეთიმ შეძლო ყველა მონაწილის დაინტერესება.

Tuesday, July 10, 2018

ტრენინგის მეექვსე დღე

     

  გავიმეორეთ წინა მეცადინეობაზე შესწავლილი მასალა. გავაკეთეთ  მოსწავლის   პრეზენტაცია.  გავეცანით შეფასების რუბრიკებს.გადავხედეთ გეგმის ნიმუშებს,რომლებიცდაგვეხმარება გეგმის სწორად შედგენაშიდღემ ნაყოფიერად ჩაიარა.

ყოველი ახალი ტრენინგი  პირადად ჩემთვის ბევრის მომტანია.

Saturday, July 7, 2018

ტრენინგის მეხუთე დღე

ტრნინგის   მეხუთე დღე  დავიწყეთ  შესწავლილი მასალის გამეორებით. გავიგეთ , რომ აუცილებელია საავტორო  უფლების დაცვა, გავეცანით საავტორო უფლებების  ორ ნიმუშს  და მისი გამოყენების  ხერხებს. შევისწავლეთ  გუგლის საძიებო ველიდან ინფორმაციის მოძიება და გადატანა  ბლოგში, გავუგზავნეთ  ერთმანეთს კომენტარები  ბლოგზე .შევქმენით მოსწავლის  ბლოგი და ავტვირთეთ პროექტის შინაარსთან  დაკავშირებული ინფორმაცია და   სურათები. ვისწავლეთ გაჯეტის  ჩასმა  მოსწავლის ბლოგზე.მადლობა ქალბატონ ქეთის!

Thursday, July 5, 2018

ტრენინგის მეოთხე დღე

ეს  დღეც დაიწყო  შესწავლილი  მასალის  გამეორებით.გავეცანით  შეფასების  სხ/სხ მეთოდებს, ვიმუშავეთ დროში  გაწერილ  შეფასების გეგმაზე, გავეცანით პროექტის შეფასების პრეზენტაციას, ძალიან  საინტერესო იყო პრეზენტაციის ფარგლებში მოსწავლეთა უნარების წარმოჩენის  შესაძლებლობების  მრავალფეროვნება, რაც ვფიქრობ  დამეხმარება მოსწავლეთა აქტივაციაში. ეს დღეც  ძალიან საინტერესო იყო. მადლობა  ქალბატონ ქეთის.   

Tuesday, July 3, 2018

ტრენინგის მესამე დღე

მეცადინეობა დავიწყეთ  წინა დღის მასალის გამეორებით. შემდეგ ვიმუშავეთ  პროექტის გეგმაზე. განვიხილეთ თუ როგორ უნდა განვსაზღვროთ მიზანი შესაბამისი სტანდარტის  მიხედვით,გავიხსენეთ თუ როგორ  უნდა  მოვარგოთ საგნობრივი სტანდარტი პროექტის  მიზნებსა და შედეგებს. დავიხმარეთ 21 საუკუნის უნარ- ჩვევები. გავეცანით მიმართულების მიმცემ საკომუნიკაციო კითხვებს.დღემ საინტერესოდ ჩაიარა.მადლობა ქალბატონ ქეთის/